საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გადაიდო. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

არსებული ინფორმაციით, სხდომა ერთი დღის დაგვიანებით, სამშაბათს გაიმართება.

დაგეგმილ პროცესზე მოსამართლეებს კითხვებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის უნდა მიემართათ - მმართველ პარტიას უნდა დაესაბუთებინა საკუთარი მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე.