მე ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეაში ასეთი რაღაც აზრადაც კი არ მოსვლია არავის. ამ კანონებით ადამიანს თავისი ფუნდამენტური უფლებები ერთმევა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ოცნება" ქვეყანაში  აშენებს რუსული ტიპის ავტოკრატიას.

"ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ ვიღაცა მოგწონდეს, ან - არ მოგწონდეს, ვიღაცას ხელს ართმევდე, ან არ ართმევდე, აღიარებდე ან არაღიარებდე. ამ კანონებით კი ცხადია, რომ ადამიანს თავისი ფუნდამენტური უფლებები ერთმევა, ეზღუდება. ამ კანონების შედეგად, მოგწონს თუ არა კანონმდებლობა, სამართლიანია თუ არა, მას ემორჩილები და თუ არღვევ კანონს, ამისთვის გსჯის ხელისუფლება. "ოცნება" ამბობს, რომ სახელმწიფო ეს მე ვარ. ამას გვეუბნება დღეს ხელისუფალი, ღიად და დაუფარავად. მე ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეაში ასეთი რაღაც აზრადაც კი არ მოსვლია არავის.

"ოცნება" ქვეყანაში  აშენებს რუსული ტიპის ავტოკრატიას და ავტოკრატია ნიშნავს, რომ ის უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტს, ყველა მიმართულებას და მათი გადაწყვეტილებები ამ საერთო სტრატეგიის ნაწილია. რუსეთშიც კი არავის აზრად არ მოსვლია ასეთი კანონმდებლობის მიღება გამომდინარე იქიდან, რომ ფსევდო-დემოკრატიის ფასადის შენარჩუნების სურვილი მაინც აქვთ მათ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.