დენიელ ფრიდი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს და კარგად იცის საფრთხეები, რაც შესაძლოა, ქვეყანას დღეს ემუქრებოდეს ოკუპანტი ქვეყნიდან, - ამის შესახებ "ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დენიელ ფრიდმა გამოხატა სურვილი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

"დენიელ ფრიდი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს და კარგად იცის საფრთხეები, რაც შესაძლოა, ქვეყანას დღეს ემუქრებოდეს ოკუპანტი ქვეყნიდან. ბატონი ფრიდი კარგად არის ინფორმირებული თუ რა ვითარებაა შექმნილი საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რაც იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. დენიელ ფრიდმა გამოხატა სურვილი, საქართველოში არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში, რაც უზრუნველყოფს შედეგს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარების და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

"ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ.