თუ შეგიძლიათ, ამიხსენით, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა? ქვეყნის უკეთესი მომავალი, დემოკრატია და ევროპა რომ მინდა, ამაში გამოიხატება?, - ამის შესახებ დაკავებულმა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ქვეყნის მომავლის აშენება სურს.

“პოლიციელი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსი ანგრევს ქვეყანასო, მე პოლიტიკოსი ვარ, ამბიცია მაქვს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მარტო ჩემი შვილების კი არა, თქვენი და „ქართული ოცნების“ შვილების უკეთესი მომავლისთვის მაქვს პრეტენზია და თქვენი ეს განცხადება, რას ეფუძნება პაატა მანჯგალაძესთან მიმართებით ან ნებისმიერ ჩვენგანთან მიმართებით?

თუ შეგიძლიათ, ამიხსენით, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა? ქვეყნის უკეთესი მომავალი, დემოკრატია და ევროპა რომ მინდა, ამაში გამოიხატება? ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია იგივე იყოს მეორე მხარეს - იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს, ნამდვილად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვინდა ეს რადიკალიზება და მხარეთა პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რადგან ადამიანი აქციაზე არის, ის არის ქვეყნის დამანგრეველი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.