საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა  და  87 ხმით 6-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.