პარლამენტთან, 19:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "დაფიონია".

"სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

დღეს, 19:00 სთ-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე.

არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს! ყველა პარლამენტთან!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.