პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებას ეხება.

შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „არა რუსულ მთავრობას“

ცხრა აპრილის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.