"ქართულ ოცნებასთან" საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, ჩვენ - დანარჩენი საზოგადოება, ჩვენ თვითონ უნდა დავკონსოლიდირდეთ, -  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში ეკონომიკური მდგომარეობა განადგურდა.

"ქართულ ოცნებასთან" საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს, ჩვენ - დანარჩენი საზოგადოება, ჩვენ თვითონ უნდა დავკონსოლიდირდეთ, ერთ მუშტად შევიკრათ და ვთქვათ - ასე ცხოვრება შეუძლებელია. ამ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები აქვს და რამდენი გავუშვით ხელიდან?!

რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოქალაქე, რომ ეკონომიკა იზრდება? გვეუბნებიან, რომ ჩვენ რეკორდულად - 6%-ით გავზარდეთ ეკონომიკაო, მაგრამ ინფლაციის მაჩვენებელი ამბობს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებში, რაშიც ადამიანები ძირითადად ხარჯავენ ფულს, 10%-ით და კიდევ მეტით გაიზარდა ფასები. ეს არის "ქართული ოცნების" სახე, ეს არის ამ რუსული ჭაობის და მმართველობის რეალური სახე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.