ვიმსჯელებთ უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტპატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები, რაც არასასიამოვნოა დასავლელი პარტნიორებისთვისაც.

"ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა აპირებს, კიდევ უფრო მეტად შეზღუდოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები. რუსეთს გაუსწრეს, ალბათ, თურქმენეთს და მსგავს სახელმწიფოს თუ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. ეს ვითარება, ბუნებრივია, აწუხებს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს, ევროპელი იქნება ეს, თუ ამერიკელი. რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტპატიმრებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. საქართველო თავიდან ბოლომდე მოწყდა დასავლურ ორბიტას და რუსეთის გუბერნიის სტატუსისკენ მიექანება. ასეთ მდგომარეობაშია ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ საკითხი, ჩვენგან ინფორმაციის მიღება.

ეს დრაკონული, ანტიკონსტიტუციური კანონი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რა თქმა უნდა, იბრძოლებს კანონიერი, კონსტიტუციური მეთოდებით ამგვარი უკანონო, ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან. 

შეხვედრას ესწრებიან კოალიცია “ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.