"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვის და იზოლაციისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს როცა არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვის და იზოლაციისთვის. პროცესი, რომელიც დაიწყო და რაც უკვე სამხედრო დახმარებების შეჩერებაში გადავიდა, უკიდურესად საგანგაშოა და იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება, ბევრი სხვა დახმარება შეჩერდება. ასევე გაგრძელდება პერსონალური სანქციები, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდება, რომ სანქციები სანატრელი გაუხდებათ. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს როცა არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება", – განაცხადა რომან გოცირიძემ.