რეალობა არის ერთი - "ქართულ ოცნებას" აქვს რუსეთისგან დავალებული, რომ გააკეთოს ყველაფერი რათა, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, ხელი გაიშვიროს ევროკავშირისკენ.

“ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი, რატომ არ ხვდება საქართველო ევროკავშირის დაჩქარებული წესით გაფართოების ამ ტალღაში - იმიტომ, რომ საქართველოს მართავს დე ფაქტო რუსული რეჟიმი, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს. უმთავრესი ამ დავალებებს შორის არის ის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ბუნებრივია, რომ "ქართული ოცნება” ახლა ცდილობს, ხელი გაიშვიროს ევროკავშირისკენ.

მომავალში ჩვენ დავინახავთ, რომ “ქართული ოცნება” გახდება მეტად კონფრონტაციული ევროკავშირთან მიმართებით, ისინი ეცდებიან ესკალაციას ევროკავშირთან, მაგრამ რეალობა არის ერთი - "ქართულ ოცნებას" აქვს რუსეთისგან დავალებული, რომ გააკეთოს ყველაფერი რათა, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.