აშშ-ისთვის წითელი ხაზებია რუსეთიც, ჩინეთიც და ირანიც, "ქართული ოცნება" კი სამივე ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით "ქართული ოცნება" სამარეს ითხრის.

"ამერიკის შეერთებული შტატებისთვის წითელი ხაზებია რუსეთიც, ჩინეთიც და ირანიც, "ქართული ოცნება" კი სამივე ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს, თანამშრომლობს და ამ კრიტიკულ მომენტშიც კი ირანის ღონისძიებაში მონაწილეობს, ამიტომ, "ქართულ ოცნებას" რაც არ უნდა უნდოდეს და კორიდორებში ხელი ჩამოართვას რუბიოს, ისინი პოლიტიკას ვერ დაალაგებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამით კი ისინი საკუთარ საფლავს ითხრიან. დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დადგება მათი აღსასრულის დღე", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.