"ქართული ოცნება" იძირება კორუფციაში, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფული და გავლენებია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ არც ერთი და არც მეორე სამუდამო არ არის, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების” მხარდამჭერებს კორუფციაზე პრობლემა არ აქვთ. 

"დღეს ქუჩაში ვინც არ უნდა გააჩერო, ყველა გეტყვის, რომ კახა კალაძე არის კორუმპირებული. ამ ადამიანმა დაიმსახურა ის შეფასება, რასაც საქართველოს მოქალაქეები ამბობენ.

ზოგადად, "ქართულ ოცნებაში" იმდენი პირია კორუფციაში ჩაფლული, რომ სამართალი რომ არსებობდეს, ძალიან ბევრი ადამიანი იქნებოდა დაკავებული. "ქართული ოცნება" იძირება კორუფციაში, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფული და გავლენებია, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ არც ერთი და არც მეორე სამუდამო არ არის.

"ქართული ოცნების” მხარდამჭერებს კორუფციაზე პრობლემა არ აქვთ იმიტომ, რომ იციან, თუ "ქართულ ოცნებაში“ ვინმე არის თანამდებობაზე, ყველა არის კორუფციაში ჩართული და თვითონაც თანამდებობაზე რომ იყოს, ისიც თვლის, რომ რაღაც უნდა მოიპაროს. ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბრაზდება, ეს არის ბიძინას თუ უღალატე", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.