"ქართული ოცნება" ეძებს აღიარებას, თანაც ყველაფრის ფასად და ჩვენ ამას ვხედავთ, -  ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, ევროკავშირისთვის  "ქართული ოცნება" მიუღებელი პარტიაა. 

"ქართული ოცნება" ეძებს აღიარებას, თანაც ყველაფრის ფასად და ჩვენ ამას ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის ხშირად "ოცნების" მხრიდან გზავნილები საკმაოდ დამაბნეველია, აქამდე "დიფ სთეითის" ხალხი იყვნენ დასავლელები და ახლა ხელს ართმევენ, დამაბნეველია, ხანაც შეურაცხყოფენ და გაუგებარი ღია წერილებით მიმართავენ, შემდეგ კი პარტნიორობა სურთ, ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივი გზავნილია თავიანთი ამომრჩევლისათვის, მაგრამ "ქართული ოცნება" ამაზე აღიარების ხათრით მიდის ხოლმე. 

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი საქართველოსი იქნება მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. "ქართული ოცნება" აღარ არის სასურველი სტუმარი არსად, არცერთ დასავლურ ქვეყანაში, არცერთ დასავლელ დიპლომატთან და ეს ნელ-ნელა გადაითარგმნება საერთაშორისო ფორუმებში ცარიელ სკამებში, მათ ჩამოცილებაში.

საბოლოო ჯამში კი, მივალთ იქამდე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო მნიშვნელოვან ფორუმებზე უკვე წარმოდგენილი იქნება არა "ქართული ოცნება", არამედ დემოკრატიული ოპოზიცია. ამის პარალელურად კი, დღეს თუ რამე უშლის ხელს ივანიშვილის მიზანს, რომ აბსოლუტურად მიიტაცოს სახელმწიფო, საბოლოოდ ჩამოაშოროს დასავლურ ცივილიზაციას და დასავლეთმაც "ოცნება", მათი და ხალხის პოზიცია ერთმანეთს არ დააკავშიროს, არის სწორედ რუსთაველის გამზირზე და მის მიღმა არსებული პროტესტი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.