"ქართული ოცნება" ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ნიშნის მოგებით საუბრობდა, რომ მათ პირობებში იქ არავის არ აწამებდნენ და არც არავისზე ძალადობდნენ, - ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ციხეში "ქართული ოცნების" მხრიდან ხელოვნურად იმართება.

"ეს პრობლემა, ციხეში არსებული მდგომარეობა ყოველთვის იყო "ქართული ოცნების" მხრიდან ის საკითხი, რომელზეც ნიშნის მოგებითაც კი საუბრობდნენ ხოლმე, რომ ჩენს დროს ბევრად უკეთესი ვითარებაა სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებით მთლიანად და მათ შორის ციხეში არსებულ მდგომარეობაზეც ნიშნის მოგებით საუბრობდნენ, რომ იქ არავის არ აწამებდნენ, არავისზე ძალადობდნენ და ასე შემდეგ.

ცალკე აღებული ციხეში არსებული მდგომარეობის შეფასების დაწყება, იმის გარეშე, რომ არ ვთქვათ, რა პოლიტიკა აქვს "ქართულ ოცნებას", არასწორი იქნება. ამ ყველაფრის პირველი გამოაშკარავება იყო 5 წლის წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და მისი  ციხიდან ციხეში გადაყვანის ფაქტები გამოავლინა, შემდგომში კი მისი მკურნალობის საქმეზე. მაშინ გამოჩნდა პირველად, რომ ვითარება ციხეში "ქართული ოცნების" მხრიდან ხელოვნურად იმართებოდა, ეს არ იყო დალაგებული, კარგი მენეჯმენტი, არამედ ეს იყო მთლიანად პოლიტიკურად მართული სისტემა, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებთან არიან კარგად დალაგებულები ადამიანები და მათი მეშვეობით. მართავენ ციხეში.

რაოდენობრივი მატება ციხეში პატიმრების, სწორედ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებასთან არის დაკავშირებული. ის, რომ დანაშაულებისა და სასჯელების რაოდენობა იმატებს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულის გამკაცრებას უკავშირდება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.