საზოგადოებას მოვუწოდებ, მე, ერთი უფლებადამცველი, რომ დღეს პატიმრები ითხოვენ დახმარებას, შველას და ჩვენ ყველანი უნდა დავუდგეთ გვერდით პატიმრებს, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ისტორიის გაჟღერებისა, ამ დრომდე დასჯილი არავინაა.

"საზოგადოებამ უმძიმესი ისტორია მოისმინა, სადაც პატიმარი დავითაძე ამბობს, რომ მასზე იძალადეს და ის გააუპატიურეს. ჩვენ, უფლებამდაცველები ვსაუბრობდით, რომ ციხეში არაადამიანური პირობებია, რომ პატიმრები ითხოვენ დახმარებას, დღეს პატიმარი დავითაძე გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, თუ როგორ იძალადეს მასზე დ დღემდე, ამ წუთებამდე არავინ დასჯილი არ არის, დასჯილი კი არა, აკეთებენ განცხადებებს და უნდათ, რომ ეს დანაშაული გადაფარონ. გაუპატიურებული დავითაძე კი საუბრობს პირდაპირ, თუ ვინ იძალადა მასზე და ვინ უნდა დაისაჯოს.

საზოგადოებას მოვუწოდებ, მე, ერთი უფლებადამცველი, რომ დღეს პატიმრები ითხოვენ დახმარებას, შველას და ჩვენ ყველანი უნდა დავუდგეთ პატიმრებს", - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.