პარლამენტში “ქართული ოცნების” და “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოსვლა დაასრულა.

შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან.

აღნიშნულის შემდეგ კი ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.