საკონსტიტუციო სასამართლოში ვინც არ უნდა იყოს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად ცხადია, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს არა საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ნეპოტიზმი განსაკუთრებით იქაა საჭირო, სადაც ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებათ.

"ქართული ოცნების" მმართველობითი სტილი არის ნეპოტიზმი, ტყუილები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები და ასე შემდეგ სასამართლოებში, საჯარო უწყებებში და ყველგან, სადაც თვლიან, რომ ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვინც არ უნდა იყოს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად ცხადია, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს არა საკონსტიტუციო სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად მაგას გააკეთებს სასამართლო", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა, რომელიც ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. უზენაესი სასამართლოს პლენუმმა კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დანიშნა.