ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ "ქართული ოცნების" პოზიცია ამასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში არის დუმილი და უარეს შემთხვევაში - ხელშეწყობა ოკუპაციის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქვს "ქართულ ოცნებას" აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დუმილის, ღალატისა და კომფორმიზმის პოლიტიკა.

"ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ "ქართული ოცნების" პოზიცია ამასთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში არის დუმილი და უარეს შემთხვევაში - ხელშეწყობა ოკუპაციის იმიტომ, რომ ის, რომ დღემდე "ქართული ოცნების" დამოკიდებულება იმ პროცესებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, რეალურად, აჩვენებს იმ პოლიტიკას, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ეს არის დუმილის პოლიტიკა, ღალატისა და კომფორმიზმის პოლიტიკა", - განაცხადა ანა წითლიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ რუსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ.