ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ქირაობენ ლობისტურ ჯგუფებს და მათი საშუალებით ცდილობენ, როგორმე გაიკვალონ გზა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ხალხს აჩვენოს, რომ დასავლეთთან შეხვედრები აქვს.

"ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით ქირაობენ ლობისტურ ჯგუფებს და მათი საშუალებით ცდილობენ, როგორმე გაკვალონ გზა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან. წინა შემთხვევაშიც ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ლობისტურმა ჯგუფებმა უთხრეს "ქართულ ოცნებას", რომ ვიცე-პრეზიდენტი იქნებოდა ოლიმპიადის გახსნაზე და ჩავიდნენ, რაც იყო ფოტო შესაძლებლობა, ფოტო გადაიღეს და მერე გაყიდეს, როგორც შეხვედრა. სინამდვილეში, არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.

ასეთი საუზმეები, სადილები და ვახშმები არის ლობისტური ჯგუფებისთვის კარგი შესაძლებლობა, რომ თავიანთი სერვისი გაყიდონ", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.