ივანიშვილი და მისი პარტია არჩევნებს წააგებს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, 24 საათიც რომ  გადაიქცნენ ომის და საჯდომის პარტიად, არჩევნებს წააგებენ, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარი თემა ახლა მისი და მელიას პარტია "ახალია".

"ჩვენ ვართ დისციპლინირებული ხალხი, ჩვენ გვაქვს გეგმა, ყველაფერს დრო აქვს და ჩვენ გვაქვს კამპანიის განვითარების ხაზი, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კამპანია უნდა იყოს აღმავალი, დაღმასვლა არჩევნებამდე თუ დაიწყო, ეს არის ძალიან ცუდი.  

ივანიშვილი და მისი პარტია არჩევნებს წააგებს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, 24 საათიც რომ  გადაიქცნენ ომის და საჯდომის პარტიად, არჩევნებს წააგებენ. 

როცა შენი მკვლევარი ახალდაფუძნებულ პარტიაზე 18 პროცენტს მოგიტანს, ჩაატარებ ბრიფინგს ყოველდღე. ყველა თემაზე "ახალია"  მთავარი და ენმ-სთან კავშირიც - სულ ელოდებიან, რომ დავიწყებთ მტკიცებას, რომ არ ვართ ენმ, საერთოდ არც ვლაპარაკობთ ამ თემაზე, არც გვაღელვებს. წარსულში ჩარჩენილი "ქართული ოცნების" ერთადერთი დანიშნულება არის იარლიყების მიწებება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.