“იმედი“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ისეთი ვეღარ იქნება ვერასდროს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  რეალურად „იმედი“ ვერანაირ საერთაშორისო პროექტს ვეღარ განახორციელებს და მათ გამოსავალი პრაქტიკულად ბევრი არ აქვთ.

“იმედი“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ისეთი ვეღარ იქნება ვერასდროს, შეიძლება ლიმიტირებული ფორმა მიიღოს, არ ვიცი ქეშზე იმუშავებს, პირადი ჯიბიდან გადახდები ჰქონდეთ, მაგრამ რეალურად „იმედი“, ვეღარ იქნება, რადგან ვერანაირ საერთაშორისო პროექტს ვეღარ განახორციელებს, ის ხომ მხოლოდ საინფორმაციო არ იყო, ის იყო კარგად შეფუთული ბევრი შოუებით, სერიალები, რომლებსაც ლიცენზია სჭირდება. ამას ვეღარ გააკეთებს, ეს ხომ არ არის ერთ საღამოში მოსწრებადი, ეს არის განგრძობითი პროცესი, რომელსაც ვეღარ განახორციელებს კონკრეტული სუბიექტი, მაგრამ თუ განახორციელებს რომელიმე სხვა, რომელი შპს, რომელიც შესაძლოა მენეჯმენტში შემოვიდეს, ის ავტომატურად, 2 კვირაში, ერთ თვეში შესაძლოა, მეორადი სანქციების ქვეშ მოექცეს. პრაქტიკულად გამოსავალი ბევრი არ აქვთ, ერთადერთი აქვთ, რაც დარჩათ, იმით იფუნქციონიროს. უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ძირითადი ღერძი რეჟიმის, პრაქტიკულად ჩამოშლის პირასაა", - განაცხადა ცქიტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუხაძემ იცოდა სანქციები რომ ახლოვდებოდა და „გაიპარა“, დანარჩენები კი დარჩნენ „სახტად“ იმ ფაქტის წინაშე.