"მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს", - ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და "ალტ-ინფოს" წარმომადგენლების დასანქცირებას.

"მოხარული ვარ, რომ ვხედავ, ამერიკის შეერთებული შტატები აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენება", - წერს ჯიმ რიში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, "ალტ-ინფოს" ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.