კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, დადგენილია პირის ვინაობა, ვინც მას სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო.