"აგენტების კანონის" შემდეგ არ მგონია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ევროპა უნდა, "ქართულ ოცნებას" აძლევდეს ხმას, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნებას" დიალოგი არ გამოსდის, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ძალადობასაც მიმართოს.

"აგენტების კანონის" შემდეგ არ მგონია, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ევროპა უნდა "ქართულ ოცნებას" აძლევდეს ხმას. ამ ვითარებაში შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია.  

როცა დისკუსია არ ჭრის, როცა დიალოგი არ ჭრის, მე არ გამიკვირდება, რომ მიმართონ ძალადობას, რაც ადრეც გვინახავს", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.