ახლა დარეგისტრირებული კანონპროექტით სიტყვები - სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს - არის ამოღებული და სამსახური მხოლოდ ანგარიშვალდებული ხდება მხოლოდ პრემიერის წინაშე, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მთავარი და ამავდროულად, რაც პრობლემურია ადვოკატებისთვის, საბჭოში საქართველოს პროკურატურის დევნის განმახორციელებელი ორგანოს გენპროკურორის სახით წარმომადგენლობა დამოუკიდებელი პროფესიის მმართველ საბჭოში ქმნის ინტერესთა კონფლიქტის სერიოზულ რისკებს.

"ახლა დარეგისტრირებული კანონპროექტით სიტყვები - სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს - არის ამოღებული და სამსახური მხოლოდ ანგარიშვალდებული ხდება მხოლოდ პრემიერის წინაშე. 

საბჭო, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას, ამავდროულად ახორციელებს სტრატეგიის შესრულების მონიტორინგს, ნაცვლად 9 წევრისა, დაკომპლექტდება 7 წევრი და ამავე წევრებში სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი 5 წევრით, რითაც სრულად გადადის, ფაქტობრივად, მთელი ბერკეტი სახელმწიფოს ხელში.

რაც მთავარი და ამავდროულად, რაც პრობლემურია ადვოკატებისთვის,  საბჭოში საქართველოს პროკურატურის დევნის განმახორციელებელი ორგანოს გენპროკურორის სახით წარმომადგენლობა, ბუნებრივია, დამოუკიდებელი პროფესიის მმართველ საბჭოში ქმნის ინტერესთა კონფლიქტის სერიოზულ რისკებს", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ. 

"ქართული ოცნების" ინიციატივით, იქმნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალდებული ორგანო ხდება.