სამი ძირითადი ამოცანა ჩანს - ტოტალური კონტროლის დამყარება, აკადემიური პერსონალის მოშორება და თანხების მაქსიმალური დაზოგვა, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს მავნებლობაა.

"ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ეს მავნებლობაა. არ არსებობს არანაირი წინასწარი გეგმა, არანაირი გააზრება იმისა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოში განათლების სისტემა საქართველოში არ ყოფილა. ვიღაცას გაუჩნდა იდეა, რომ გაერთიანდეს უნივერსიტეტი და ახლა ცდილობენ, რომ მოიგონონ, როგორ გააკეთონ, საერთოდ რისთვის აკეთებენ და რა დგას ამ გაერთიანების უკან.

სამი ძირითადი ამოცანა ჩანს - ტოტალური კონტროლის დამყარება და "ქართული ოცნება" ისედაც გამოირჩევა ტოტალური ქმედებებით, მეორე - მათ სურთ იმ აკადემიური პერსონალის მოშორება, რომლებიც ვერ გააკონტროლეს, ვერ დაიმორჩილეს და ვერ დაიმონეს და მესამე - ეს არის თანხების მაქსიმალური დაზოგვა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს იქნება სტუდენტების რიცხვი მკვეთრად შემცირებული იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთი გაუაზრებელი ტიპის რეფორმების ფონზე განათლების რეფორმის შენარჩუნება", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.