პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

მისი თქმით, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს.

"რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!" - წერს ზურაბიშვილი.