საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

"მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, არის პაროდია, რომელიც ამ სახელმწიფოს არ ეკადრება.

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს, ორბელიანების სასახლესთან კი მოქალაქეები არიან შეკრებილი.