ხალხს სჭირდება სერიოზული თანადგომა. მთავარი როლი აქ უნდა იკისროს ორმა მთავარმა ბანკმა  - თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა, - ამის შესახებ  ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის თანადგომა შეუძლია ბიზნესსაც.

"ხალხს სჭირდება სერიოზული თანადგომა. სერიოზული თანადგომა დღეს შეუძლია კერძო ბიზნესს, მაგრამ მთავარი როლი აქ უნდა იკისროს ორმა მთავარმა ბანკმა  - თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა იმიტომ, რომ ეს არის ორი ყველაზე დიდი და ფინანსურად მდგრადი ბანკი. 

შეუძლებელია, რომ ყველა ერთ ბრძოლაში ვიყოთ და ყველა კრიტიკულ მედიას პრობლემები ჰქონდეს ფინანსური კუთხით, ონლაინ პლატფორმები, რომლებიც  მინიმალურ დაფინანსებით არსებობენ, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც რეალური მხარდაჭერა სჭირდება. ამ ორ ბანკს ეკისრება კრიტიკული როლი ამ მომენტში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.