ივანიშვილი თუ ასე რეალობიდან მოწყვეტილ ნაბიჯებს გადადგამს, ძალიან ცუდი ხვედრი ელოდება, შეიძლება, მესამე სცენარით განვითარდეს მისი გზა და ნაჩქარევად დატოვოს ქვეყანა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარდა სხვა გზა არ აქვს.

"მკაფიოა პოზიცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან - არანაირი შანსი "ქართული ოცნების" თვითმარქვია რეჟიმს არ აქვს, რომ სხვა გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა ნახოს ამ ვითარებაში არ არსებობს. რაც უფრო დააგვიანებენ გადაწყვეტილებას, მით უფრო მძიმე იქნება მათი ხვედრი, მაგრამ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ - ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი და ამ ყველაფერს  მეტი სანქციებიც მოჰყვება და მიგვიყვანს გამარჯვებამდე.

ივანიშვილი თუ ასე რეალობიდან მოწყვეტილ ნაბიჯებს გადადგამს, ძალიან ცუდი ხვედრი ელოდება, შეიძლება, მესამე სცენარით განვითარდეს მისი გზა და  ნაჩქარევად დატოვოს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.