საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

"ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან როლში.

საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.