"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას!

3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:

• გაჩერებული ეკონომიკა;

• დაკეტილი ბიზნესი;

• სიღარიბე და უმუშევრობა.

საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

ამიტომ:

იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი!

იფიცება საქართველო!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.