საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტი დღეს იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.