სანამ არ დაიწყება რეალური საარჩევნო ციკლი, მანამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ნაადრევი გახლავთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, როცა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ისედაც ჩანს, თუ ვინ არიან პოლიტიკური ლიდერები და ვის აქვთ იმის ალბათობა, რომ კონკრეტულ თანამდებობებზე შეიძლება დაინიშნონ.

"სანამ არ დაიწყება რეალური საარჩევნო ციკლი, მანამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ნაადრევი გახლავთ, როცა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ისედაც ჩანს, თუ ვინ არიან პოლიტიკური ლიდერები და ვის აქვთ იმის ალბათობა, რომ კონკრეტულ თანამდებობებზე შეიძლება დაინიშნონ, მაგრამ ჯერ უნდა გადახტე და ჰოპ მერე დაიძახო, ამიტომ, იქამდე ჩვენ გვინდა, რომ რეალურ საარჩევნო პროცესს მივაღწიოთ, მანამდე კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება, არ მგონია, იყოს აუცილებელი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ოპოზიციური ალიანსის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენა აუცილებელი კომპონენტია.