საქართველომ დაიწყო რუსული “ინტერრაოსათვის” საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა.  ეს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო მოხდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა.

"საქართველომ დაიწყო რუსული “ინტერრაოსათვის” საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული 139 მილიონი დოლარის გადახდა. პირველი ტრანში 31 დეკემბერს გადაირიცხა, ბოლო გადახდა 2028 წლის ივლისში იქნება. ეს “ოცნების” კორუმპირებული ხელისუფლების, კერძოდ კი მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ გაფორმებული დანაშაულებრივი ხელშეკრულების გამო მოხდა.

წინ ნამახვანის 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა გველის. ეს ღარიბაშვილის შემოქმედებაა. ორივე ერთად აღებული 1,5 მილიარდი ლარია, ზუსტად იმდენი, რამდენიც ანაკლიის პორტის აშენებას სჭირდება.

ამ მასშტაბის ერთჯერადი ფინანსური ზიანი, რაც კალაძე-ღარიბაშვილმა ქვეყანას მიაყენა, უპრეცედენტოა. ეს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების 4 პროცენტზე მეტია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.