საქართველოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა, - ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგაცია საქართველოს 8-10 მარტს ეწვევა და მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს.

ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.