საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი თავის შემცვლელს ოლივიე კურტოს შეხვდა.

"ვინაიდან დასასრულს უახლოვდება საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში ჩემი საქმიანობა, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის დიპლომატიურ გუნდსა და ჩემს შემცვლელ ოლივიე კურტოსთან, რომელიც მალე ჩამოვა თბილისში. გაგრძელება იქნება…“ – წერს გასრი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტოს დანიშვნის შესახებ განკარგულება 7 აგვისტოს გამოქვეყნდა.