საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში, - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დაქსაქსული ოპოზიციით.

“საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში. შეუძლებელია, ისეთ ვერაგ მტერს, როგორიც არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე „რუს-ქოცური“ რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმის სახით, დამარცხდეს დაქსაქსული, ფრაგმენტირებული, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრით.

აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და დავაბრუნოთ ნორმალური, მშვიდობიანი განვითარების გზას.

რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წითელი ხაზები არ არსებობს, ამას დიდი ხანია, ჩვენ ვამბობთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.