შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყებას სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.
ის ცოტა ხნის წინ აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

სულხან თამაზაშვილმა გეკა გელაძე შეცვალა, რომელიც სუსის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

თამაზაშვილს 2018-2021 წლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოზიციას იკავებდა, რის შემდეგაც საქმიანობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელა.

შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა.