სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს სასესიო კვირაში წარედგინება.

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 3 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძეს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 28 მაისიდან ეკავა.