1 თებერვლიდან სუსში ხელფასები ისევ გაიზარდა – მდინარაძის ხელფასი 15 945 ლარი გახდა.

მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სუსის უფროსის მამუკა მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან ჯამში 15 945 ლარი იქნება [აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი წოდებრივი].

იანვარში მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].

მამუკა მდინარაძის, როგორც სუსის უფროსის თანამდებობრივი სარგო გასულ წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.

სუსის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით, სუსში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის 14 340 ლარი.

წყარო: ბათუმელები