თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გეგმებს ცვლის. "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ნატოს ნაცვლად, მას სლოვაკეთში დიპლომატიურ მისიაში სურს წასვლა.

მის ყოფილ უწყებაში კი ცვლილებები გრძელდება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი იქნება, ცეკას ყოფილი მდივნისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯუმბერ პატიაშვილის შვილი. ახალ მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს, პატიაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს ჯერ კიდევ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროიდან.

იცვლება სამხედრო პოლიციის უფროსიც. "მთავარისთვის" ცნობილი ხდება, რომ სახლში უშვებენ უწყების უფროსს კახა პეტრიაშვილს, თუმცა ვინ ჩაიბარებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო უწყებას, ჯერ უცნობია.