"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართება.

მისი თქმით, დებატებზე სავარაუდოდ, განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

"დღეს ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ სხდომაზე წლიური სესიისთვის, რომელიც ივნისში ჩატარდება, შედგება საგანგებო დებატები საქართველოს საკითხზე გამომდინარე იმ უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დებატებზე სავარაუდოდ, განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში და სანქცირების პოლიტიკის შენარჩუნება ივანიშვილის რეჟიმის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.