სასანქციო პოლიტიკის გაფართოება დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაზე და აქტიურ პროტესტზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასანქციო პოლიტიკა არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაფართოვდეს კიდეც.

"სასანქციო პოლიტიკის გაფართოება პირთა წრის თვალსაზრისით და ასევე, იმ ქვეყნების ჩამონათვალის თვალსაზრისით, რომლებმაც უნდა დააკისრონ ინდივიდუალური სანქციები ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ეს დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს აქტიურ პროტესტზე და ამიტომაა ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ მუშაობაზეც იმისთვის, რომ სასანქციო პოლიტიკა არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ გაფართოვდეს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.