თუ ევროპისკენ მიდიხარ, აუცილებელია ის რეფორმები გაატარო, რაც უკავშირდება დემოკრატიულ ღირებულებებს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველთანაც იტყუებოდა, როცა აცხადებდა, რომ ევროპისკენ მიდიოდნენ.

"საკუთარ ამომრჩეველსაც ხომ ეს უთხრა "ოცნებამ" გასული არჩევნების წინა პერიოდში, რომ "მშვიდობით და კეთილდღეობით მივდივართ ევროპისკენო" - თუ ევროპისკენ მიდიხარ, აუცილებელია ის რეფორმები გაატარო, რაც უკავშირდება დემოკრატიულ ღირებულებებს.

ელჩები, ბატონი ჰერჩინსკი "ოცნებისგან" არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ, არანაირი რეფორმები მათ კაბინეტებში არ იგეგმება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძალაუფლებაზე მუდმივად აბღაუჭების მიზნით ამ ადამიანებს არანაირი რეფორმის გატარება არ უნდათ, მთავარ მტრებად გამოაცხადეს ელჩები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შენ საკუთარ ამომრჩეველთანაც კი არ იყავი გულახდილი და ატყუებდი ყველას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.