ცხადია, "ქართული ოცნება" კვლავაც შეძლებს ჩვეულებრივი პასპორტებით მოძრაობას, მაგრამ ესეც არის სანქციის თავიდან არიდება, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ურთულდება ევროპაში გადაადგილება, ვიზიტები, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით, რაც მათთვის სტატუსის ტოლფასი იყო. 

"ევროკომისიის გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით ნელ-ნელა აღსრულებაში მოდის და ეს გადამდებია უკვე.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" არ იყოს მძიმე ყულფი, თუმცა "ქართულ ოცნებას" ურთულდება ევროპაში გადაადგილება, ვიზიტები, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით, რაც მათთვის სტატუსის ტოლფასი იყო.

ცხადია, "ქართული ოცნება" კვლავაც შეძლებს ჩვეულებრივი პასპორტებით მოძრაობას, მაგრამ ესეც არის სანქციის თავიდან არიდება, რეალურად", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

შვეიცარიამ ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.