კანონმდებლობა არის დამძიმებული სამოქალაქო სამართალთან მიმართებაში, რომლის ნაწილიც არის მედია, ენჯეო სექტორი, შეუძლებელია ამ კანონებით ცხოვრება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი ქვეყნისთვის და მასზე ზეწოლას ხელისუფლება ახდენს.

"კანონმდებლობა არის დამძიმებული სამოქალაქო სამართალთან მიმართებაში, რომლის ნაწილიც არის მედია, ენჯეო სექტორი, რომლებთან დაკავშირებითაც ბოლო ხანებში რა კანონებიცაა მიღებული, ფაქტია, რომ შეუძლებელია ამ კანონებით ცხოვრება.

სამოქალაქო საზოგადოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი ქვეყნისთვის, რადგან ის არის წნეხის საშუალება ხელისუფლებისთვის და ხელისუფლება არის ლეგალური მონოპოლია იარაღზე, მას აქვს პოლიციის და ძალადობის მონოპოლია და თუ ამ მონოპოლიას რაღაცნაირად რამე არ აბალანსებს, მივიღებთ დიდ ბოროტებას, რომელიც ჭამს ყველაფერს", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.