თუ საერთაშორისო გამოძიება დაიწყება, ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი რიგითი “სამართალდამცველი” ზუსტად ამ სისტემის ხელშეწყობითაც ცივსისხლიანად მოხვდება ხორცსაკეპ მანქანაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"კობახიძის მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის პასუხის ერთ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება და ამ საკითხით განსაკუთრებით ის პოლიციელები უნდა დაინტერესდნენ, ვინც ადამიანებზე ძალადობდა. ასევე, იმედი აქვთ, რომ სისტემა სულ დაიცავს.

კობახიძემ ხაზგასმით თქვა, რომ ძალადობის ფაქტები იყო და სწორედ ამიტომ გამოვცვალეთ ბევრი ადამიანი შსს-შიო.

მართალია ქოცებს გამოძიებით თავი არ შეუწუხებიათ, თუმცა ეს ხაზგასმით ნიშნავს სისტემის მიერ იმ ადამიანებზე ხელების ჩამოწმენდას, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებდა, იჭერდა, წამების მანქანებში ასისხლიანებდა და წამლავდა.

რიგით მოძალადეებს ივანიშვილის სისტემა არ დაიცავს. თუ საერთაშორისო გამოძიება დაიწყება, ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი რიგითი “სამართალდამცველი” ზუსტად ამ სისტემის ხელშეწყობითაც ცივსისხლიანად მოხვდება ხორცსაკეპ მანქანაში.

სიტყვას არ იტყვის კობახიძე მათ დასაცავად, ვინც უკანონო დავალებებს ასრულებდა და ახლაც ასრულებს.
დაფიქრდით, ვის გადაეფარა ივანიშვილი თქვენ რომ გადაგეფაროთ?" - წერს დეკანოიძე.