უკვე ერევა ხელისუფლება. ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან არის მომართული ყველას წინააღმდეგ, ვინც კი გაბედავს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ მომავალ პატრიარქთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, ის პროპაგანდა, რაც ხელისუფლების მიერაა წამოწყებული, დააზიანებს თავად მეუფე შიოსაც.

"შეიძლება ჩაერიონ და უკვე ერევა კიდეც ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ძალიან არის მომართული ყველას წინააღმდეგ, ვინც კი გაბედავს და გამოთქვამს თავის მოსაზრებას ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან დაკავშირებით.

მე ხანდახან ეჭვი მიჩნდება კიდეც, რომ ის, რასაც ვხედავთ პროპაგანდას, თითქოს, მეუფე შიოს სასარგებლოდ, დამაზიანებელია თავად მოსაყდრისათვისაც", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.